30 დღე საკუთარი თავის უკეთესი ვერსიის შესაქმნელად | Self-Mastery Challenge
დიდი ხნის განმავლობაში მინდოდა, ჩემი ყოველდღიურობა შემეცვალა.
მინდოდა უფრო დისციპლინირებული ვყოფილიყავი, სწორად მემართა დრო, შემეწყვიტა მნიშვნელოვანი საქმეების გადადება და შემექმნა ისეთი რუტინა, რომელიც განვითარებაში დამეხმარებოდა.
მაგრამ რეალობა სრულიად განსხვავებული იყო.
საათობით ვკარგავდი დროს ტელეფონში, ხშირად სიზარმაცესა და არასწორ ჩვევებს ვყვებოდი. ვიწყებდი ცვლილებებს, მაგრამ მალევე ვწყვეტდი. არაერთხელ დავბრუნებულვარ ძველ ჩვევებთან.
თუმცა საკუთარ თავზე მუშაობა არ შემიწყვეტია.
ნელ-ნელა, ბევრი მცდელობისა და შეცდომის შემდეგ, დავიწყე იმის გაგება, თუ რა მეხმარებოდა დისციპლინის ჩამოყალიბებაში, დროის მართვაში, კონცენტრაციის გაუმჯობესებასა და ჯანსაღი ჩვევების შექმნაში.
და სწორედ მაშინ მივხვდი ერთ მნიშვნელოვან რამეს: საკუთარი ცხოვრების შესაცვლელად მხოლოდ მოტივაცია არ კმარა — საჭიროა სწორი სისტემა, კონკრეტული მოქმედებები და თანმიმდევრულობა.
ამ გამოცდილებისა და იმ მეთოდების საფუძველზე შევქმენი 30-Day Self-Mastery Challenge — პროგრამა, რომელშიც გავაერთიანე ის საკითხები და პრაქტიკული დავალებები, რომლებიც საკუთარ თავზე მუშაობის პროცესში დამეხმარა.
ახლა მინდა, ეს გზა სხვებსაც გავუმარტივო.
რას მიიღებ 30-დღიანი პროგრამისგან?
1. დისციპლინა და თანმიმდევრულობა
ისწავლი, როგორ დაიწყო საქმეების შესრულება მაშინაც, როცა მოტივაცია არ გაქვს და როგორ შეინარჩუნო დაწყებული მოქმედებების გაგრძელების ჩვევა.
2. დროის მართვა და პრიორიტეტები
ისწავლი დღის სწორად დაგეგმვას, მნიშვნელოვანი საქმეების გამოყოფასა და დროის უფრო გააზრებულად გამოყენებას.
3. კონცენტრაცია და ყურადღების მართვა
იმუშავებ ყურადღების გაფანტვის შემცირებაზე, კონცენტრაციის გაუმჯობესებასა და მნიშვნელოვანი საქმეებისთვის დროის გამოყოფაზე.
4. გადადების ჩვევის დაძლევა
გაიგებ, რატომ ვდებთ საქმეებს და მიიღებ პრაქტიკულ დავალებებს მოქმედების დასაწყებად.
5. ჯანსაღი ჩვევები და ყოველდღიური რუტინა
იმუშავებ ძილის რეჟიმზე, ფიზიკურ აქტივობაზე, კვებაზე, დასვენებასა და სტრესის მართვაზე.
6. პირადი განვითარების გეგმა
პროგრამის ბოლოს შეაჯამებ საკუთარ პროგრესს და შეადგენ მომდევნო 90 დღის კონკრეტულ სამოქმედო გეგმას.
რას მოიცავს პროგრამა?
PDF სახელმძღვანელო.
30 ყოველდღიური გაკვეთილი.
კონკრეტული პრაქტიკული დავალებები და სავარჯიშოები.
თვითშეფასებისა და პროგრესის კონტროლის ინსტრუმენტები.
VIP Discord საზოგადოებაზე წვდომა.
დღეში დაახლოებით 30–45 წუთი საკმარისია პროგრამაზე სამუშაოდ.
შენი მიზანი არ უნდა იყოს მხოლოდ 30 დღის დასრულება — მიზანია, ამ პერიოდში მიღებული ცოდნა და ჩამოყალიბებული ჩვევები ყოველდღიურ ცხოვრებაშიც გამოიყენო.
დაიწყე დღესვე!
ნუ დაელოდები იდეალურ მომენტს. დაიწყე პირველი გაკვეთილით, შეასრულე პირველი დავალება და გადადგი პირველი ნაბიჯი საკუთარი განვითარებისკენ.